საქართველო ბრიუსელის დღის წესრიგში - რა განცხადებები გაკეთდა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან

23.02.26 20:35
საქართველო ბრიუსელის დღის წესრიგში - რა განცხადებები გაკეთდა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ქართული ოცნების" ლიდერები ანტი-ევროპულ ძალად გამოაცხადა. დღეს საგარეო საქმეთა მინისტების შეხვედრის, წინ ევროგაერთიანების საგარეო უწყების პირველმა პირებმა ცხადად თქვეს, რომ გზა რომელსაც "ქართული ოცნება" ადგას ევროკავშირისკენ არ მიდის. 

"ქართული ოცნების" თავდასხმების მიუხედავად ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას არ წყვეტს. საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანას ევროკავშირი ითხოვს. ეს მოთხოვნა ოფიციალურად მოხვდება იმ დოკუმენტში, რომელსაც ევროკაშირი რუსეთთან სამშვიდო მოლაპარაკებების დროს წარადგენს. კაია კალასი ამბობს, რომ გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანის შემთხვევაში მიიღწევა.

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძეს მოსწონს. ქვეყნის მტრად გამოცხადებულ კაია კალასს დღეს ივანიშვილის პრემიერმა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის მადლობაც გადაუხადა, არადა თითქმის სამი წელია "ქართული ოცნების" პროპაგანდა იმ შეთქმულების თეორიაზეა აგებული, რომ ევროკავშირს საქართველოს ომში ჩათრევა უნდა. 

ეს განცხადება კაია კალასმა იმ დროს გააკეთა, როცა ევროპულ საბჭოში მინისტრები რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტზე მსჯელობდნენ. ამ დოკუმენტში, მოთხოვნილია ყულევის პორტის დასანქცირებაც, რომელიც იმ გემებს ემსახურება, რომელსაც სანქცირებული რუსულ ნავთობი გადააქვს და რომელსაც  დასავლეთი რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიიჩნევს. სავარაუდოდ, რუსეთის დახმარების გამო, ქართული პორტი ახლა ევროკავშირის შავ სიაშია. ამ ფონზე, მთავრობის მეთაური თავს იმართლებს და იმედი აქვს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი არ დასანქცირდება.

"ქართლი ოცნების" მეირ ქართველი ხალხის დევნა, ამ კვირაში ევროპარლამენტის დღის წესრიგში მოხვდება. ევროდეპუტატები სტრასბურგში საქართველოს შესახებ ახალი ანგარიშის განსახილველად ემზადებიან. ეს იქნება კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება შეფასდება და რეაგირებისთვის ევროკომისიას გადაეცემა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში