"ოცნებას" ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს
"ქართულ ოცნებას" ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს, რომელიც საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებს ეხება.
ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, "საარჩევნო კოდექსში" ჩაიწერება, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. პროექტით ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.
ასევე, "ოცნების" ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტო-ვიდეოგადაღებისა და აუდიო-მონიტორინგის წესი ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.
"საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების ინიციატორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი დეპუტატები არიან.