რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ

24.02.26 13:34
რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებისთვის ემზადებიან - ანგარიშის მიხედვით, ევროპელი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციებსი დაწესებაზე იმსჯელებენ. 

დოკუმენტში აღნშნულია, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების სულ უფრო მზარდი რაოდენობა აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსები მეისალმებიან და სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მუწოდებენ მათ მიბაძონ. 

ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ დაწესებული მიზანმიმართული პერსონალური სანქციების ბიძინა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, დაუსჯელობის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. 

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის დონეზე ერთსულოვნების არარსებობის პირობებში, წევრი სახელმწიფოების სულ უფრო მზარდი რაოდენობა აწესებს ინდივიდუალურ სანქციებს ქართველი თანამდებობის პირების წინააღმდეგ; მოუწოდებს სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მიბაძონ ამ მაგალითს.

ვაფრთხილებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, რაზეც სრულად პასუხისმგებელი იქნება "ქართული ოცნება" - წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხევდით, ევროპელი პოლიტიკოსები შეუძლებლად მიიჩნევენ "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობას, სანამ რეპრესიების, შეზღუდვებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი დეზინფორმაციის გზას არ შეცვლიან. ისინი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ შეინარჩუნონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა "ოცნებასთან" კონტაქტებთან დაკავშირებით.

ხაზს ვუსვამთ "ქართული ოცნების" განცხადებების აბსურდულობას, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ პრიორიტეტად რჩება, მაშინ როდესაც მისი უმაღლესი თანამდებობის პირები და მთავრობასთან დაკავშირებული მედია აწარმოებენ ორკესტრირებულ და სისტემატურ კამპანიას, რომელიც ავრცელებს მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციას და შეთქმულების თეორიებს ევროკავშირის, მისი თანამდებობის პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ.

ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ 2024 წლის ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო გაამძაფრა სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა;

შეუძლებლად მივიჩნევთ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას მანამ, სანამ არ შეცვლიან რეპრესიების, შეზღუდვებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი დეზინფორმაციის გზას, მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, შეინარჩუნონ ერთიანი და კოორდინირებული მიდგომა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებთან დაკავშირებით," - ნათქვამია დოკუმენტში. 

ევროპელი პოლიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და მოუწოდებენ მათ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირები და გააუქმონ საკანონმდებლო აქტები. 

შემაშფოთებელია, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე მიიღო არაერთი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას; კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირები; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს საკანონმდებლო აქტები. 

ვგმობთ "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის მუდმივ მცდელობებს, მათ შორის უკანონო დაკავების, დაკავების მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების გზით; ვგმობთ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე უარის თქმის გამო; მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ," - აღნიშნულია ანგარიშში. 

მსგავსი სიახლეები