დიდი ბრიტანეთის ელჩი სანქციებზე პირველ განმარტებას TV პირველთან აკეთებს
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეთ უორდი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სიაზე პირველ კომენტარს TV პირველთან აკეთებს.
- ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. [მათ შორისაა TV იმედი და პოსტ TV]
გარეთ უორდის თქმით, რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრის წლისთავზე ბრიტანეთის მთავრობამ 300-ზე მეტ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირზე სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა.
დიპლომატის თქმით, დასანქცირებულებს შორის არიან რუსული ორგანიზაციები, რომლებიც ნავთობს ყიდიან.
ამ დოკუმენტში მოხვდა ჩრდილოვანი ფლოტი, გემები და ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის შელახვის მიზნით დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ. ასე რომ, ეს არის დიდი პაკეტი.
სანქციების ეს პაკეტი არის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რომ შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა და რუსეთის ინფორმაციული ნარატივები"- თქვა ელჩმა.