ქეთევან ქარდავა: "იმედის" დასანქცირებაზე ევროპარლამენტშიც აქტიურად მუშაობენ
( პირადი გამოცდილებიდან) იმედის დასანქცირებაზე ევროპარლამენტშიც აქტიურად მუშაობენ - ამის შესახებ ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გასულ წელს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა — აკოლეგებს გაუგზავნა წერილი, სადაც ითხოვდა „იმედისთვის“ აკრედიტაციის შეწყვეტას და ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საშვის არგაცემას.
ქარდავას თანახმად, ინიციატივის საფუძველი იყო ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ მუდმივად ცილისმწამებლური რეპორტაჟები, პარლამენტარებზე თავდასხმები და მათი მტრებად წარმოჩენა.
ჟურნალისტი წერს, რომ გასული წლის ბოლოს ამ წერილის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიას მიაწოდა, თუმცა ნაწილმა ეს სერიოზულად არ მიიღო:
ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების გრძელვადიანი და ერთჯერადი საშვები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აკრედიტაცია უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას. დასანქცირების შემთხვევაში ორივე ტიპის აკრედიტაციის გაცემა ჩერდება.
გასული წლის ბოლოს ამ წერილის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიას მივაწოდე. ნაწილმა ეს სერიოზულად არ მიიღო — „ვერაფერს გააკეთებენ, ან თუ გააკეთებენ, ეს მათ სახეს წარმოაჩენსო“;
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზოგს სანქციებიც კი სურდა და მერე მოაბავდა ათას რამეს. ნაწილი შეშფოთდა და ინერვიულა საუბრის დროს. მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი, რადგან არაფერი შეცვლილა — არც ტონი და არც შინაარსი. პირიქით, ყველაფერი იგივე ან უფრო მძიმე ფორმით გაგრძელდა.
ევროკავშირში სანქციების მიღება კოლექტიურად უფრო რთული პროცესია — ეს გუშინაც დადასტურდა უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ ვეტოს გამოყენებით. ამიტომ წევრი ქვეყნები ჯერ ინდივიდუალურ სანქციებს მიმართავენ, რადგან ამას ამ ეტაპზე უფრო ეფექტიან მექანიზმად მიიჩნევენ, ვიდრე საერთო გადაწყვეტილების მიღებას, სადაც ვეტოს გამოყენების რისკი არსებობს.
საგულისხმოა, რომ უნგრეთსაც და სლოვაკეთსაც ყველა წინა სასანქციო პაკეტისთვის აქვს ხმა მიცემული და თავის დროზე რუსული ტელეკომპანიების დასანქცირებასაც დათანხმდნენ. აქვე წერილი , რომელიც იმედზე ევროპარლამენტში გასულ წელს შევიდა"- წერს ქარდავა.