"შავ საქმეს აკეთებენ ევროპის კავშირის წინააღმდეგ" - იუკნევიჩიანე "იმედისა" და PosTV-ის დასანქცირებას მიესალმება
ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია "იმედისა" და PosTV-ის დასანქცირებას მიესალმება. ამის შესახებ მან "ევროსკოპთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არ არის სამართლიანი, პროპაგანდისტული არხები იყვნენ ევროპაში და შეასრულონ თავიანთი "შავი საქმე" ევროკავშირის წინააღმდეგ.
რასა იუკნევიჩიანე აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირისთვის უფრო რთულია, რადგან გადაწყვეტილების მიღებაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანიც მონაწილეობს.
ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მე ტაშს ვუკრავ და ვულოცავ დიდ ბრიტანეთს ამ გადაწყვეტილების გამო. ჩვენ ევროპის პარლამენტში არაერთხელ მოგვითხოვია ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომ იგივე გაეკეთებინათ. რადგან ვფიქრობ, არაა სამართლიანი პროპაგანდის არხების არსებობა. ისინი აკეთებენ შავ საქმეს ევროპის კავშირის წინააღმდეგ. ევროკავშირის შემთხვევაში უფრო რთულია გადაწყვეტილებების მიღება. ეს უნდა ჰკითხოთ ბატონ ვიქტორ ორბანს ან მის პარტიას. იცით რომ ჩვენ გვჭირდება ერთი ნავი სანქციების დასაწესებლად. თუმცა ზოგ ინსტიტუციას შეუძლია უფრო მეტის გაკეთება ასეთი პროპაგანდისტული არხების დასაბლოკად. რა თქმა უნდა ამ საკითხს ჩვენ გავითვალისწინებთ ანგარიშის მოახლოებული განხილვის დროს. ჩვენ მას მალე წარვადგენთ და შევიტანთ შესწორებას. დიდი ბრიტანეთი არის ყინულმჭრელი ამ მიმართულებით," - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.
გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო დაასანქცირა.