"ოცნებაში" "იმედისა" და POST TV-ის დასანქცირებას "თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობას" უწოდებენ

24.02.26 17:16
"ოცნებაში" "იმედისა" და POST TV-ის დასანქცირებას "თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობას" უწოდებენ

 

 

"ქართულ ოცნებაში" "იმედისა" და POST TV-ის დასანქცირებას "თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობას" უწოდებენ. 

განცხადება ლევან მახაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები "ღიმილისმომგვრელია":

ღიმილისმომგვრელია ეს გადაწყვეტილება, მითუმეტეს, ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ის, რომ თურმე ორივე ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინა არის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა.

მაშინ როდესაც საერთაშორისო კვლევებით, უკრაინა და მოლდოვა დასახელებულები არიან, როგორც ევროპის ნამდვილად ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები. ამიტომ აქ შეიძლება გაგვიჩნდეს ის ემოცია, რომ ეს არის თავისუფალი, ალტერნატიული აზრისა და სიტყვის ჩახშობის მცდელობა. სხვა ლოგიკური ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს." - თქვა ლევან მახაშვილმა.

გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო დაასანქცირა.

მსგავსი სიახლეები