რუხაძემ საკუთარი თავი გადაირჩინა და სხვა ყველა შეატოვა სანქციებს - თინა ხიდაშელი

24.02.26 17:29
რუხაძემ საკუთარი თავი გადაირჩინა და სხვა ყველა შეატოვა სანქციებს - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ეს მინისტრი და ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ირაკლი რუხაძემ საკუთარი თავი სანქციებისგან გადაირჩინა, როდესაც ტელეკომპანია "იმედის" წილები გაასხვისა. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსალოდნელ სანქციებს უკავშირდებოდა.

მისი თქმით, სანქციები ანგარიშების დაყადაღებასა და ფინანსურ ოპერაციებზე შეზღუდვებს გულისხმობს, რაც კომპანიებისა და მესაკუთრეებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ხიდაშელის შეფასებით, რუხაძემ „ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა“.

რუხაძე წავიდა ზუსტად იმიტომ, რომ მან იცოდა, რა მძიმეა სანქციები, რომლის წინაშეც ის რამდენიმე დღეში აღმოჩნდებოდა და გაასწრო. იმიტომ, რომ ეს სანქციები იმას ნიშნავს, რომ ანგარიშებია დაყადაღებული, პრობლემები ექმნება გადარიცხვებს, პრობლემები ექნება მათ მიერ ქონების განკარგვას მათ შორის მეორე და მესამე შუამავალი კომპანიების მხრიდან.

ბატონმა რუხაძემ თავისი თავი, ექსკლუზიურად და ინდივიდუალურად საკუთარი თავი გადაირჩინა და ყველა სხვა დანარჩენი შეატოვა ამ სანქციებს. ზუსტად ასე მოექცევათ მათ ბიძინა ივანიშვილიც და ასე მოექცევათ ყველა, იმ მომენტში, როდესაც თვალნათლივ დაინახავენ, ხელშესახები გახდება  პირადად მათთის პრობლემა. თუ მოასწრებენ გაქცევას, ისინი  გაიქცევიან და ეს არის ერთგვარი სანიმუშო მაგალითი, მაგალითი დასამახსოვრებლად ყველასთვის, რომ არასდროს ბოროტი საქმის მსახურება, არ შეიძლება რაიმე წარმატებთ ან კეთილად დასრულდეს, - ამბობს თინა ხიდაშელი.

ირაკლი რუხაძემ TV იმედი 2026 წლის თებერვალში გაყიდა - ტელეკომპანია „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად გასხვისდა. ახალი მფლობელი ილია მიქელაიშვილია. 

რაც შეეხება პოსტ TV-ის, პროპაგანდისტული მედიის 52%-ს „ხალხის ძალის“ ლიდერი ვიქტორ ჯაფარიძე, ხოლო 24%-ს კი შალვა რამიშვილი ფლობს.