ოთხი წელი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან - ევროკავშირის გაფრთხილება თბილისს და ელჩების გზავნილები

24.02.26 20:32
ოთხი წელი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან - ევროკავშირის გაფრთხილება თბილისს და ელჩების გზავნილები

ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, არ დაეხმაროს რუსეთს საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდებაში. ბრიუსელი ოფიციალურ თბილისს სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არაერთ გაფრთხილებას აძლევს.

ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის სამუშაო ვერსიაში მოხვდა ყულევის ნავთობტერმინალი. ევროპელი პარტნიორების შეფასებით, ობიექტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ და სანქცირებულ რუსულ ნავთობთან დაკავშირებულ ოპერაციებთან.

ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ყულევის პორტთან დაკავშირებით ინფორმაცია ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. გერმანიის ელჩის თქმით, პორტი „შემთხვევით არ შერჩეულა“ და საკითხს კონკრეტული საფუძვლები ჰქონდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის თავზე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სანქციების ეფექტიან აღსრულებასა და რუსეთის მხარდაჭერის არდაშვებაში.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.