თუ ამ პოლიტიკას გააგრძელებს ივანიშვილის რეჟიმი, წინ მხოლოდ სანქციების დამძიმება ელოდებათ - სამადაშვილი
“ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციები მხოლოდ დასაწყისია და თუ ამ პოლიტიკას გააგრძელებს ივანიშვილის გუნდი, წინ მხოლოდ სანქციების დამძიმებაა მოსალოდნელი.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “საინფორმაციო არხების სანქცირება იმიტომ ხდება, რომ დღეს რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოში, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება.“
ეს მხოლოდ დასაწყისია, იმ პოლიტიკას თუ გააგრძელებს ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც დღეს აწარმოებს, წინ გველოდება მხოლოდ დამძიმება სანქციების, სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა წყაროებიდან. საინფორმაციო არხების სანქცირება, ჩემი აზრით, იმიტომ ხდება, რომ დღეს რუსეთისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოში, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება. მათ რეალურად ჩაიგდეს ხელში საქართველში მართვის სადავეები და დისტანციურად რუსეთი მართავს ჩვენ ქვეყანას. სწორედ რუსეთის დაკვეთით შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, არ აშენდა ანაკლიის პორტი, დავკარგეთ სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-თან, მაგრამ დღეს, ერთადერთი რაც რჩება რუსეთს, გაუტეხავ მთავარ აუღებელ ციხესიმაგრედ საქართველოში, ეს არის საზოგადოებრივი აზრი, რომელიც არის მკვეთრად გამოხატული მხარდაჭერა ამ ქვეყნის ევროული მომავლის და მკვეთრად გამოხატულიიმით, რომ რუსეთს აღიქვამს მტრად საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა. ამიტომ, საინფორმაციო საშუალებებით საზოგადოებაზე ზემოქმედება, არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რუსეთისთვის და ამ დავალებას ხან შეფარულად და ხანაც ძალიან ღიად ძალიან წარმატებით, ახორციელებს ეს 2 მედიასაშუალება, რომელიც დასანქცირდა. როდესაც საფუძველზეა საუბარი, რატომ მოხდა, აქ მხოლოდ უკრაინის კონტექსტზე არ იყო საუბარი, იქ ასევე მოხსენიებულია ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლის ტირაჟირებასაც ეს არხები ეწევიან, ამიტომ სანქცირება დაიწყო მათით,- განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილი მიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და წინ საკმაოდ საინტერესო პროცესებია მოსალოდნელი.