ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - გიორგი კაჭკაჭაშვილმა გამოკითხვაზე უარი განაცხადა
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - სასამართლო ცალკე წარმოებად მიმდინარე საქმის განხილვას აგრძელებს.
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე მოწმედ გამოძახებულმა გიორგი კაჭკაჭაშვილმა სასამართლოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა.
დაცვის გარანტიოების მიცემის მიუხედავად, მოწმედ გამოსაკითხად, სასამართლოში მაინც არ მოვიდა გიორგი ჯოხაძის ცოლი, ელენე ძაძუა.
ერთ-ერთი ვერსიით, ის პროცესზე პარასკევს გეგმავს მისვლას.
ამ წუთებში მიმდინარეობს წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. სხდომას ესწრება გიორგი მიქაძე.
სასამართლოს ეზოში და დერეფანში კრიმინალური პოლიციაა მობილიწებული. სხდომას ესწრება კანადის საელჩოს წარმომადგენელი. დავით მიქაძე კანადის მოქალაქეა.
სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს დაცვისა და ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა. გიორგი მიქაძის ადვოკატი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაასარურებს, რომ მიქაძე იმ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც გამოძიოების მტკიცებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა დაიგეგმა.
იმ პირობებში, როცა თვეებია, ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებეჰი ვერ იქნა წარმოდგენილი, გამოდის, რომ გიორგი მიქაძის მიერ გამოყენებული პატიმრობა, ცალსახად უკანონოა.
გუშინ მოწმეებმა ისაუბრეს იმაზე, ზიგადად, რა მანქანით გადაადგილდებოდა გიორგი მიქაძე, რა მანქანით გადაადგილდებოდა დავით მიქაძე და რამდენი დაცვის თანამშრომელი უზრუნველჰყოფდა მათ დაცვას. სასტუმრო "თაუერში" გიორგი მიქაძის ყოფნა არცერთ მოწმეს, რომელიც გუშინ გამოიკითხა, არ დაუდასტურებია. პირიქით, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი არასდროს ყოფილან გიორგი მიქაძესთან ერთად სასტუმრო "თაუერსში""- თქვა ადვოკატმა.
- ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
- გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
- რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, გამოძიების ცნობით, მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და დანაშაული დაფარა.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.