კობახუძისთვის "აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი", რომელიც რასა იუკნევიჩიენემ უნდა გამოაქვეყნოს
ჩვენ ვიცით, ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს, -ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშის პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპულ ბიუროკრატიაში მარტივი კოორდინაცია არის, რომლის მიზანია საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანონ.
„რასა იუკნევიჩიენეს რაც შეეხება, აქ ობიექტურობაზე საუბარი სრულიად უადგილოა, ჩვენ ვიცით ვინც არის რასა იუკნევიჩიენე, რა სტანდარტები აქვს მას. შესაბამისად, აბსოლუტურად უინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მან უნდა გამოაქვეყნოს. ევროპულ ბიუროკრატიაში მარტივი კოორდინაცია არის, რომლის მიზანია რაღაცნაირად დააზიანონ ჩვენი ეროვნული ინტერესები, თუმცა, ვხედავთ, რომ ამას პრინციპულად ვერ ახერხებენ“,-განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ. ანგარიშს ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს.