პაპუაშვილი იმედისა და POSTV-ის დასანქცირებას საბჭოთა ოკუპაციას ადარებს

25.02.26 12:16
პაპუაშვილი იმედისა და POSTV-ის დასანქცირებას საბჭოთა ოკუპაციას ადარებს

შალვა პაპუაშვილმა იმედისა და postv-ის დასანქცირება 105 წლის წინ საბჭოთა ოკუპაციას შეადარა. 

"რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რადგან უნდოდა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა შეეჩერებინა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა "თავისუფალ მედიას", რათა შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა"- თქვა "ქართული ოცნების" ლიდერმა.

მისივე მტკიცებით, ბრიტანეთს ქართულ მედიასაშუალებებზე ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მიაწოდა.

თქვენ რა გგონიათ, რომ ბრიტანეთის მთავრობის წევრები უყურებენ ქართულ მედიას? - რა თქმა უნდა, ჰყავთ მეხუთე კოლონა საქართველოში. ხომ ამბობდით ვინ ატარებს საქართველოში უცხო ძალების ინტერესებსო? ახლა ვინც ეს საქმე შეკერა, თავისუფალი ქართული მედიის წინააღმდეგ, ეს ხომ ის ქართველები არიან, ეს „გიგაურები“, „კინწურაშვილები“ და ა.შ, რომლებიც ისხდნენ ბნელ ოთახებში ფარან ჩართულები და კერავდნენ საქმეებს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ხომ გაინტერესებდათ, რას ნიშნავს უცხო ძალების ინტერესების გატარება, ეს არის, როცა 40%-იანი ნდობის მქონე თავისუფალ ტელევიზიის წინააღმდეგ კერავ საქმეს, ქართული გვარ -სახელის მქონე ადამიანი, მაშინ ხარ ზუსტად უცხო ძალის ინტერესის შემსრულებელი. [საელჩოში] ქართული ერთი ელჩმა იცის დამტვრეული, ვინ უყურებს სხვა? ხომ ქართველები არიან?!

რაც 105 წლის წინ გააკეთეს ბოლშევიკებმა, დახურეს მედია, დახვრიტეს ხალხი, ამას აკეთებს ზუსტად ის მეხუთე კოლონა. როგორც აღმოჩნდა, ფაქტობრივად, ბრიტანეთის ელჩის სახით გვყავს ცენზორი დანიშნული, რომელსაც უნდა ჰკითხოთ, რას ნიშნავს მათი გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ ეს არის თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 105 წლის თავზე. ვიმოქმედებთ საჭიროების მიხედვით. ბრიტანეთის ელჩი აქაა და შეგიძლიათ კითხოთ, ვის რა ევალება, დანიშნულია აქ კომენდანტად. საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილას მე დავიბარებდი ელჩს. ამის გამო არა ოღონდ, იმ განცხადების გამო, გუშინ რაც წამოსცდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.