რომეო მიქაუტაძის პროცესი დაიწყო - დაცვის მხარე დაკავებულის ძმის დაკითხვას აპირებს

25.02.26 13:00
რომეო მიქაუტაძის პროცესი დაიწყო - დაცვის მხარე დაკავებულის ძმის დაკითხვას აპირებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დაცვის ხხარეს მოწმედ, დაკავებული ექს-მაღალჩინოსნის ძმა, გიორგი მიქაუტაძე ჰყავს მიყვანილი. 

თავდაპირველად, მიქაუტაძე პროკურატურის მიერ გამოსაკითხ პირთა სიაშიც იყო, თუმვა საბოლოოდ სახელმწიფო ბრალდებამ მის გამოკითხვაზე უარი თქვა. 

მიქაუტაძის ადვოკატის შეფასებით, მოწმე, ძალიან მკაფიოდ განმარტავს, რომ პროექტები, რომელსზეც პროკურატურა საუბრობს, რეალურად გიორგი მიქაუტაძის საკუთრებაშია. 

ჩვენ გვექნება შეკითხვები იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად ეკუთვნის მას, თუმცა ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ შესაძლოა, ეს პროექტები ეკუთვნოდეს რომეო მიქაუტაძეს და შესაძლოა, რომე მიქაუტაძეც მონაწილეობდა ამ პროეტებში. ჩვენ დავუსვამთ შეკითხვებს მას ამ პროექტებთან დაკავშირებით. საიბარია "ნახიდური ჰესზე", შპს "მცირეზე" და სხვადასხვა კომპანიებზე. ვნახოთ, რა გარემოებებს დაადასტურებს ის. 

უკვე დაკითხული მოწმეების უმრავლესობა, ადასტურებს, რომ რომეო მიქაუტაძე არ მონაწილეობდა ამ პროექტების მართვაში და არანაირ მონაწილეობას არ იღებდა ამ კომპანიების საქმიანობაში"- განაცხადა რომეო მიქაუტაძის ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ. 

გამოძიების ვერსიით, სწორედ გიორგი მიქაუტაძე მართავდა ფიქტიურად პროექტებს, რომელიც რეალურად სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პარალელურად რომეო მიქაუტაძის იყო. 

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო რომეო მიქაუტაძის საქმეზე, ეს 20 მარტამდე უნდა გახდეს ცნობილი, რადგან 9 თვიანი ვადა სწორედ ამ დროს იწურება. 

ადვოკატის თქმით, სამეზე დაცვის მხარეს 8 მოწმე დარჩა გამოსაკითხი და ამით დაასრულებენ მტკიცებულებების გამოკვლევას. 

მიქაუტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

მსგავსი სიახლეები