"როგორც ჩანს, [ირაკლი რუხაძემ] რაღაც იცოდა" - სალომე ზურაბიშვილი

25.02.26 16:58
"როგორც ჩანს, [ირაკლი რუხაძემ] რაღაც იცოდა" - სალომე ზურაბიშვილი

 

 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბრიტანეთის მიერ "იმედის" და პოსტ TV-ის დასანქცირებას აფასებს და ამბობს, რომ პროპაგანდისტებმა კითხვები საკუთარ თავს უნდა დაუსვან და პასუხებიც იქ უნდა ეძებონ. 

 " ყველაფერს აქვს თავისი შედეგი"- თქვა ზურაბიშვილმა თემის შეფასებისას.

დღეს რაც ხდება, არის ის შედეგი, რაც მოჰყვება ამგვარ პროპაგანდისტულ მედიების ქმედებებს. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი და იმდენად გავიდა ეს პროპაგანდისტული მედია, ჩვეულბრივი მედიის როლიდან, რომ რაც დღეს მოხდა, ალბათ მოსალოდნელი შედეგია და საკუთარ თავში უნდა მოძებნონ ამაზე კითხვები და პასუხები. 

სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის მიერ "იმედის" გაყიდვაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "როგორც ჩანს, რაღაც იცოდა". 

გაერთიანებულმა სამეფომ TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის" დაასანქცირა.