რა ბედი ელის ყულევს?

25.02.26 20:33
რა ბედი ელის ყულევს?

ნავთობტანკერ კაისერს სახელის და დროშის შეცვლამ არ უშველა. გემი, რომელმაც ყულევში 100 ათასი ტონა რუსული ნავთობი შემოიტანა, ბრიტანეთმა დაასნქცირა. ახლა კაისერი ალტურას სახელით დაატარებს რუსულ ნავთობს. ბრიტანულმა სანქციებმა დაადასტურა, როგორ შემოდის ქვეყანაში საეჭვო ნავთობი. ეს მხოლოდ ერთი გემის ამბავია, ჩრდილოვანი ფლოტის სხვა ტანკერებსაც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თავისუფლად შემოდიან, იგივე ბედი ელით.

ბრიტანული სანქციების პაკეტში კარგად ჩანს რა მასშტაბზეა საუბარი. გაერთიანებულმა სამეფომ აკრძალვები დაუწესა 50 ტანკერს, კომპანიებს, რომლებიც პუტინის ომის მანქანას ამუშავებენ. მათ შორისაა, ტრანსნეფტი - მილსადენების ოპერატორი, რომელიც მსოფლიოში რუსული ნავთობის 80 პროცენტის გატანას უზრუნველყოფს, ჩრდილოვანი ფლოტის კომპანია რივერს ნეთვორქ და რუსული ბანკები. აი ამ სიაში დაიკავა ადგილი საქართველოში შემოსულმა ტანკერმა.

კაისერის სანქცირებამ დღის წესრიგში დააბრუნა ყულევის ტერმინალის საკითხიც.  კაისერმა, რომლიც ახლა ევროკავშირის და ბრიტანეთის სანქციების ქვეშაა ოქტომბერში ასევე სანქცირებული რუსნეფტის ნავთობი შემოიტანა. მაშინ როგორ არის ყველაფერი სუფთად? თუ ხელისუფალი საეჭვო გემების გადაადგილებაზე თვალს ხუჭავს, მაშინ თავადაც პროცესის მონაწილეა.

ირაკლი კობახიძე თავდასხმის რეჟიმზეა, მაგრამ  უწევს აღიარება, რომ ქართული პორტის სანქცირება გამორიცხული არ არის.  

ევროკომისიაში ამბობენ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. მტკიცებულებები შეგროვებულია, სანქციების მე-20 პაკეტზე კი მუშაობა გრძელდება.

ივანიშვილის გუნდს განსაკუთრებით აწუხებს ყულევი, სადაც ოქტომბრიდან მოყოლებული რუსული ნავთობი აქტიურად შემოდის. აღმოჩნდა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ჯერ არ მუშაობს, რეკორდული სისწრაფით დაუწყია ექსპორტი. იმდენად, რომ იანვარში ნავთობის გატანა 3000 პროცენტით გავზარდეთ. თანაც რუსეთიდან პროდუქტი ევროკავშირში გაგვაქვს.

დეტალებით ლიკა ჯანყარაშვილი