"ქეშბექი" და ქსელების ფასნამატი - ბიზნესი მთავარ გამოწვევას ასახელებს
მეოთხე შეხვედრა პარლამენტში და ფასების კომისიიდან ბრალდებები ქსელური მარკეტების მიმართ - მწარმოებლების შემდეგ ახლა უკვე სადისტრიბუციო კომპანიების მფლობელები ფასების ზრდის მთავარ კომპონენტად სუპერმარკეტების გადასახადებს ასახელებენ. "ოლეინას" იმპორტიორი ამბობს, რომ ყოველ 10-ლარიან პროდუქციაზე ფასნამატი 433 პროცენტია, საიდანაც "ქეშბექი" დაახლოებით 19 პროცენტია.
დისტრიბუტორები საპარლამენტო კომისიაზე სუს-ის მათ ოფისებში შესვლიდან ერთი თვის თავზე დაიბარეს - ირაკლი კობახიძე ღია განცხადებებით მათ პასუხისმგებლობაზეც საუბრობდა - სუს-მა დოკუმენტებიც ამოიღო მათი ოფისებიდან, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ დრომდე მათი დიდი ნაწილი გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.
რა გადასახადების გადახდა უწევთ დისტრიბუტორებს მაღაზიებში შესვლისთვის? - "ქეშბექი" აქაც მთავარი პრობლემაა, რაც ზოგჯერ შეიძლება 50 პროცენტსაც აღწევდეს.
ბიზნესი თავისუფალ კონკურენციაში არ არის - ასეთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს ბიზნესმენების მონათხრობით - მათ ფაქტობრივად უჭირთ უფრო იაფად არაქსელურ მაღაზიებში პროდუქტის შეტანა და არჩევანის წინაშე არიან - დარჩნენ ქსელურ მარკეტებში თუ აირჩიონ ტრადიციული ქსელები. თავისუფალ კონკურენციას კონკურენციის სააგენტო უნდა არეგულირებდეს, თუმცა, ირკვევა, რომ უწყება ამ ვალდებულებას ვერ უმკლავდება.
კომპანია, რომელსაც 80 პროცენტიანი ფასნამატი აქვს შპს "დიპლომატ ჰოლდინგია" - შემცირდება თუ არა ფასები თუ ქსელური მაღაზიების გადასახადები შემცირდება - ბიზნესი ამბობს, რომ ეს ფასზე ცვლილებას მოახდენს.