პუტინის პროპაგანდისტები შალვა პაპუაშვილის ციტატებით ალაპარაკდნენ
შალვა პაპუაშვილი, დღეს, რუსული მედიის მთავარი სპიკერად იქცა. კრემლის საინფორმაციო არხები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებდნენ სტატიებს როგორ უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვოლოდიმირ ზელენსკის უმადური. დღეს კრემლს უკრაინის წინააღმდეგ არგუმენტიც და ციტატაც თბილისიდან შალვა პაპუაშვილმა გაუგზავნა. სწორედ ამიტომ რუსული მედია პაპუაშვილის ფოტოებით და ამ განცხადებით აჭრელდა.
მაშინ, როდესაც თბილისიდან ვოლოდიმირ ზელენსკის უმადურს უწოდებენ. შალვა პაპუაშვილს უკრაინის მიწაზე მებრძოლი ქართული ლეგიონი პასუხობს. მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნებას" არ აქვს მორალური უფლება უმადური უწოდონ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს, რადგანაც უკრაინის გამარჯვება რუსეთზე საქართველოს გამარჯვებასაც ნიშნავს.
გუშინ ზუსტად 4 წელი გავიდა რაც პუტინი კიევის სამ დღეში აღებას გეგმავდა. ეს კი ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს უკრაინის წინააღმდეგობას ბრძოლის შედეგს. ამ ოთხი წლის განმავლობაში ზელენსკი საკუთარ ხალხს ამხნევებდა, იმედს და მაგალითს აძლევდა, დადიოდა მოლაპარაკებებზე და მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვდა. "ძლიერი მორალური მაგალითი" ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს.
ფაქტია, შალვა პაპუაშვილის კომენტარი დღეს კრემლის სამთავრობო მედიას უფრო გამოადგა. ის, რომ რუსული პროპაგანდა პაპუაშვილს ციტირებს, მეტყველებს იმაზე თუ როგორ იყენებს რუსეთი ივანიშვილის პარტიის წევრებს საკუთარი ჰიბრიდული ომის იარაღად.