"საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის წარდგენისა და სხვა მიზნებისთვის" - აშშ-ის წარმომადგენლობათა პალატაში ახალი დოკუმენტი წარადგინეს
შეერთებული შტატების წარმომადგენლობათა პალატაში ახალი დოკუმენტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. კოსპონსორობას კი კონგრესმენი სტივ კოენი უწევს.
დოკუმენტის მიხედვით, უნდა მომზადდეს ანგარიში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ საქართველოში და სხვა მიზნებზე.
კანონპროექტი, გუშინ, 24 თებერვალს წარადგინეს და იმავე დღეს განსახილველად გადაეცა House Foreign Affairs Committee-ს.