აშშ-სა და დასავლეთში ივანიშვილის რეჟიმის შესახებ არსებობს წარმოდგენა, რომ ისინი რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის ქსელის ნაწილი არიან - ლემონჯავა
დასავლეთში ივანიშვილის რეჟიმის შესახებ არსებობს არმოდგენა, რომ ისინი რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის ქსელის ნაწილი არიან - ასე ეხმიანება "დროს" ლიდერი, გიგა ლემონჯავა კოგრესში საქართველოს შესახებ ახალი კანონპროექტის წარადგინის ფაქტს.
საუბარია საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადების ინიციატივაზე.
ლემონჯავა დარწმუნებულია, რომ პარტნიორებს სადაზვერვო აქტივების შესახებ ინფორმაცია აქვთ, რომლის გასაჯაროება, შესუსტებს რუსეთის და ჩინეთის ინტერესებს, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში:
ეს არის კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატგებში და ზოგადად, დასავლეთში ივანიშვილის რეჟიმს არავინ განიხილავს, როგორც დამოუკიდხებელ მოთამაშეს. მათ შესახებ წარმოდგენა არის, რომ ისინი არიან რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის ქსელის ნაწილი. რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღობის, მშვიდობის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ აქტს ექნება საკმაოდ პერსპექტივა, რომ იქცეს საბოლოო ჯამში კანონად და მომზადდეს შესაბამისი ანგარიში საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელის აგენტების შესახებ. ბუნებრივია, შესაბამისი ინფორმაციები ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ და ამ ქსელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება შესუსტებს რუსეთის და ჩინეთის ინტერესებს, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში"- თქვა გიგა ლემონჯავამ.
აშშ-ს კოგრესში საქართველოს შესახებ ახალი კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმონი ჯო უილსონია. კანონპროექტს ასევე ერთი თანასპონსორი ჰყავს - დემოკრატი კონგრესმენი, სტივ კოენი.