დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა

26.02.26 12:00
დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა

ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი მივიდა - შენობაში შესვლამდე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ განაცხადა, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართული ტელევიზიების „იმედის“ და POST TV-ის დასანქცირების საფუძველი.

გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო 24 თებერვალს დაასანქცირა.

სამთავრობიო მედიებს შემდეგი სანქციები შეეხოთ:  აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.