BBC-ის პროპაგანდის გაგრძელებაა - შარმანაშვილი სამთავრობო მედიების დასანქცირებაზე
"ეს არის იმ BBC-ის პროპაგანდის გაგრძელება, რომელიც, როგორ ჩანს ბრიტანეთის ოფიციალური წრეებიდან იყო ნაკარნახევი"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მიერ სამთავრობო მედიების, TV იმედისა და POSTV -ის დასანქცირებას გამოეხმაურა.
BBC-ის პროპაგანდის გაგრძელებად მივეჩვიეთ ჩვენ ამას, არასამართლიან დამოკიდებულებას, მაგრამ ძალიან ცუდია, რას ვიზამთ, ჩვენ არ დაგვიწყია ეს. საერთოდ, უნდა იცოდნენ, რომ როცა შენს ქვეყანას ემსახურები, ამისთვის შეიძლება პრობლემები შეგხვდეს და ამისთვის მზად უნდა იყო..." - თქვა მან.
კითხვაზე, უშველა თუ არა თავს რუხაძემ და ვიქტორ ჯაფარიძემ, მაშინ როცა მათ საკუთარი წილები სხვას გადაუფორმეს.
შარმანაშვილი პასუხობს: არ ვიცი, ალბათ, არა, არა მგონია, რომ ბრიტანეთს ხელისუფლება თქვენს მიერ ჩამოთვლილ პირებს თავის მოქმედებებს უთანხმებდეს. გააკეთეს ის, რაც გააკეთეს".