"უმოწყალოდ მირტყამდნენ" - პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელიც ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ადანაშაულებს
პროკურატურის მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, ირაკლი დგებუაძეს სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ხმაურიანი განცხადება ჯემალ ზანდარაძემ თავდაპირველად, მოსამართლე ნინო სახელაშვილის [მოსამართლე, რომელმაც მხია ამაღლობელი ციხეში გაუშვა] თანდასწრებით გააკეთა და თქვა, რომ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი სხვა პოლიციელებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გაუსწორდა.
ჯემალ ზანდარაძე 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეა.
- საუბარია 33 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობაზე, რომელიც სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს.
ჯემალ ზანდარაძე მკვლელობიდან რამდენიმე დღეში აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაში გამოკითხეს, სადაც მისი თქმით, მას "უმოწყალოდ ურტყამდნენ" და პოლიციისთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
მოწმესთან "პირველი" ინტერვიუ TV პირველმა ჩაწერა - ჯემალ ზანდარაძემ სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენება დაადასტურა და მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.
კაცი ამბობს, რომ ცემის შემდეგ, თავის ტრავმა მიიღო და ამას მისი სამედიცინო ისტორიაც ადასტურებს:
ირაკლი დგებუაძე არის ადამიანი, რომელსაც განათლება არ აქვს. ზოგადად, გაუნათლებელი ადამიანები იქცევიან ასე. სახეზე მახსოვს, გვარი და სახელი არ მახსოვს. [სხვა პოლიციელების, რომლევიც ცემაში იღებდნენ მონაწილეობას].
[ფიზიკური ანგარიშსწორება] ბათუმის პოლიციის სამმართველოში.
[ცემის ფაქტის შესახებ] პროკურორისთვის მქონდა ნათქვამი. გამომომძიებელმა დამიბარა ამ თემასთან დაკავშირებით, ცემის შედეგად, ტრავმა მაქვს მიღებული, ამაზე ექსპერტიზა ჩატარდებაო.
სამნი იყვნენ, უმოწყალოდ მირტყამდნენ. რა თქმა უნდა, მათ ირაკლი დგებუაძე ხელმძღვანელობდა, პირველი მან დაიწყო"- აცხადებს ჯემალ ზანდარაძე.
ამ ეტაპზე უცნობია, გამოკითხეს თუ არა ირაკლი დგებუაძე და ის პოლიციელები, რომლებიც მოქალაქე ასახელებს.
ცნობისთვის, ირაკლი დგებუაძე ის პოლიციელია, ვისზე სილის გაწვნის ფაქტზე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში გაუშვეს.
დამოუკიდებელი გამოცემების დამფუძნებელმა სასამართლო პროცესებზე, ირაკლი დგებუაძის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე არაერთხელ ისაუბრა.
ამაღლობელი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.