საქართველოში საფრანგეთის ელჩი "რუსთავი 2-ის" გავრცელებულ, მედვედევის დეზინფორმაციას ეხმაურება
საქართველოში საფრანგეთის ელჩი, სოციალურ ქსელში, აზიარებს "რუსთავი 2-ის" ინფორმაციას, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს ციტირებს, თითქოს საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან.
საქართველოში საფრანგეთის ელჩი აღნიშნავს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით განზრახ ავრცელებს სრულიად ცრუ ინფორმაციას.
მისი თქმით, "ერთადერთი საფრთხე რუსეთია და ეს ქართველებმა კარგად იციან".
ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით განზრახ ავრცელებს სრულიად ცრუ ინფორმაციას უკრაინისთვის ბირთვული იარაღის ვითომდა გადაცემის შესახებ. ომის მეხუთე წლით დასუსტებულმა, რომელიც მხოლოდ "სამ დღეს" უნდა გაგრძელებულიყო, რუსეთმა გადაწყვიტა ტყუილის გავრცელება ქაოსის დასათესად, მისი დიდი ხნის ტრადიციის შესაბამისად.
ერთადერთი საფრთხე რუსეთია და ეს ქართველებმა კარგად იციან," - წერს საფრანგეთის ელჩი.