მსოფლიო ბრენდები „იმედს“ ტოვებენ, ლონდონი კი კობახიძეს აფრთხილებს - როგორ მუშაობს საერთაშორისო სანქციები?

23.06.26 20:28
მსოფლიო ბრენდები „იმედს“ ტოვებენ, ლონდონი კი კობახიძეს აფრთხილებს - როგორ მუშაობს საერთაშორისო სანქციები?

 

 

მსოფლიო გიგანტები სანქცირებულ „ტელეიმედთან“ სარეკლამო თანამშრომლობას წყვეტენ. ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც რეკლამები „იმედიდან“ გაიწვია, Procter & Gamble-ია - მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი, რომლის წლიური შემოსავალი დაახლოებით 80 მილიარდ დოლარს აღწევს. შედეგად, „იმედზე“ უქმდება ისეთი ცნობილი ბრენდების რეკლამები, როგორიცაა Pampers, Tide, Pantene, Gillette და სხვა.

ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ Procter & Gamble-ის პროდუქციის რეკლამები „იმედის“ ეთერში კვლავ გადიოდა, თუმცა საერთაშორისო კორპორაციამ ბრიტანულ გამოცემას განუცხადა, რომ შიდა მოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ტელეკომპანიასთან სარეკლამო თანამშრომლობა შეეწყვიტა.

დღეს Procter & Gamble-ს კიდევ ერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანია — Nestlé შეუერთდა. Nestlé მსოფლიოში საკვებისა და სასმელების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, ათეულობით ბრენდს აერთიანებს და მისი წლიური შემოსავალი 100 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს აღემატება.

სანამ საერთაშორისო კორპორაციები ერთმანეთის მიყოლებით წყვეტენ თანამშრომლობას, „ქართული ოცნება“ ვერ განმარტავს, რა გეგმა აქვს შექმნილ ვითარებაში და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე.

ირაკლი კობახიძის კრიტიკული განცხადებები ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მისამართით უპასუხოდ არ დარჩენილა. „პირველებთან“ ინტერვიუში თემთა პალატის წევრი ჯეიმს მაკლირი, რომელიც კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, „ქართული ოცნების“ ლიდერს ურჩევს, სიტყვები და ტონი ფრთხილად შეარჩიოს, როდესაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლებზე საუბრობს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები