„იმედმა“ დაადასტურა, რომ ტელეკომპანიის ვებ-გვერდები სანქციების გამო იყო გათიშული
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული „იმედი“ ადასტურებს, რომ ტელეკომპანიის ვებ-გვერდები სანქციების გამო იყო გათიშული.
განცხადებაში, რომელიც ტელევიზიის გვერდზე გავრცელდა, წერია, რომ ამჟამად „ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია“.
„სანქციებისგან გამოწვეული ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია, imedinews.ge და imedi.ge ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, - წერია "იმედის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდმა ბრიტანეთმა „იმედი” და „POS TV“ 24 თებერვალს დაასანქცირა. სანქციერბიდან ერთ დღეში, 25 თებერვალს imedinews.ge და imedi.ge გაითიშა.