რას გეგმავს "ოცნება" დასანქცირებულების გადასარჩენად?
მაკა ბოჭორიშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პროპაგანდისტული “იმედი“ და “პოსტვ“ “ქართული ოცნების“ “მართული“ ტელევიზიაა.
ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორდისთან შეხვედრის შემდეგ „ოცნების“ მინისტრი ამტკიცებდა, რომ "40 წუთის განმავლობაში ვერ მოისმინა ვერცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა ტელეკომპანია „იმედსა“ და POSTV-ისთან დაკავშირებით".
შეხვედრის ამსახველ კადრებშიც კარგად ჩანს, რომ დიალოგი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. 40 წუთის შემდეგ ელჩმა საგარეო უწყება უკომენტაროდ დატოვა, მაკა ბოჭორიშვილმა ელჩი კი ოფიციალური ლონდონისთვის ყალბი “ამბების“ მიწოდებაში დაადანაშაულა.
საინტერესოა, იცის თუ არა მაკა ბოჭორიშვილმაა რომ ქართული პროპაგანდისტული არხების დასანქცირება მხოლოდ დასაწყისია. ეს გზავნილი “ოცნებამ“ ბრიტანეთიდან მიიღო. საერთაშორისო გამჭვირვალობის ბრიტანული სამსახური ოცნების რეჯიმის ხელმშემწყობი პირების დასანცირების აუცილებლობას ხედვას, ვინც ქვეყანას კლეპტოკრატიისკენ მიაქანებს და ზრდის პუტინის გავლენას საქართველოში.