რატომ არის ეჭვმიტანილი “ქართული ოცნება“ რუსეთის დახმარებაში?
რატომ არის ეჭვმიტანილი “ოცნება“ რუსეთის დახმარებაში და რას ითხოვს საქართველოსგან ევროკავშირი - რუსეთისთვის ეროვნული სანქციების დაწესებას თუ ევროკავშირის სანქციების აღსრულებას, რათა ქვეყნა “რუსეთის შავ ხვრელად“ არ იქცეს.
ექსპერტების თქმით, ფაქტია, რომ ივანიშვილის გუნდს არ სთხოვენ ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებას და ამ ნაბიჯით საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის დაზიანებას, რაც იმას გულისხმობს, რომ “ოცნებისთვის“ არავის მოუთხოვიათ, შეწყვიტოს ვაჭრობა - აღარ იყიდოს, ხორბალი ან ზეთი, ან არ გაიტანოს რუსეთში ღვინო და მინერალური წყალი.
“ქართულ ოცნებას“ შეუძლია ივაჭროს, მაგრამ არა - დაეხმაროს ოკუპანტს. განსხვავება დიდია - ივანიშვილის გუნდისგან დასავლური სამყარო ითხოვს, უკვე დაწესებული სანქციები აღასრულოს და ოკუპანტ ქვეყანას არ დაეხმაროს მათგან თავის არიდებაში, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული პირიქით ხდება. ფაქტები მრავლად დაგროვდა - ავტომობილების რეექსპორტით დაწყებული, ნავთობით დასრულებული.