ორი ქართული არხი რუსული პროპაგანდისტების გვერდით - რას ნიშნავს პროპაგანდისტების დასანქცირება?

26.02.26 20:22
ორი ქართული არხი რუსული პროპაგანდისტების გვერდით - რას ნიშნავს პროპაგანდისტების დასანქცირება?

დიდი ბრიტანეთის მიერ ამ დრომდე სანქცირებული პირების და კომპანიების  სია ვრცელია და ის მედიასაც მოიცავს, თუმცა ამ სიაში საქართველოში დაფუძნებული და მოქმედი ორი ტელევიზიის მოხვედრა გამონაკლისი შემთხვევაა. დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელების ნიშნით გაერთიანებულ სამეფოს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე არ დაუსანქცირებულია ისეთი ტელეკომპანიები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიის მიღმა ოპერირებენ და რუსეთიდან არ იმართებიან.

ექსპერტების შეფასებით, ქართული არხები დიდმა ბრიტანეთმა ფაქტობრივად რუსეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მიიჩნია და მათი დასანქცირებით თქვა, რომ ეს ორი არხი ქართულ აუდიტორიას კრემლისთვის სასარგებლო დეზინფორმაციით კვებავდა.

ასე მოხვდნენ ამ სიაში ტელეკომპანიები "იმედი" და პოსტ TV" РИА Новости-ს, "სპუტნიკის", რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომპანიის გვერდით.  სიაში ომის მხარდაჭერის გამო მოხვდა მედია რუსეთის დაზვერვასთან კავშირის ნიშნით. აქ არიან რუსი პროპაგანდისტებიც. მთავარი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის გარდა დაასანქცირა ბელგიაში დარეგისტრირებული ორი მედიასაშუალება, რომლებზეც დადგინდა, რომ ისინი კრემლიდან ფარულად ფინანსდებოდნენ.

რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერის გამო შეზღუდვები კიდევ ბევრს შეეხო. უმეტესად მათ პასუხისმგებლობას ევროკავშირი აკისრებს. არსებობს შემთხვევები, როცა ევროკავშირის გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთს არ გაუზიარებია, თუმცა ხშირად ხდება პირიქით. გაერთიანებული სამეფო ვიდრე ვინმეს დაასანქცირებს, ევროპულ გაერთიანებაზე მეტ დროს და მეტ რესურსს ხარჯავს. ამიტომ ამ სანქციას უფრო დიდი ფასი აქვს და ხშირად მისი გაზიარება ბრიუსელში ხდება.

რას ნიშნავს პროპაგანდისტევის დასანქცირება? - რუსუდან დუმბაძე დეტალებით