“იმედის ბანკზე“ რასაც “ქოცები“ ამბობენ, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს - გვარამია

27.02.26 13:45
“იმედის ბანკზე“ რასაც “ქოცები“ ამბობენ, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს - გვარამია

„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია “იმედის“ მიერ საკუთარი ბანკის შექმნის გეგმას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “იმედის ბანკზე“ რასაც „ქოცები“ ამბობენ, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს“.

მისივე თქმით, მათ ნათქვამს სასოწარკვეთილი იდიოტის გარდა ვერავინ დაიჯერებს.

„აი, ახლა რასაც „იმედის ბანკზე“ ამბობენ „ქოცები“ და მათი პროპაგანდისტები, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს და სასოწარკვეთილი იდიოტის გარდა ვინმე იჯერებდეს?“- წერს გვარამია.

ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.

ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.