"იმედის" და "პოსტ ტვ"-ის სანქცირების საპასუხოდ "ოცნება" არ აპირებს, ბრიტანეთის წინააღმდეგ დიპლომატიური დემარშის რაიმე ფორმა გამოიყენოს
ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ "ოცნება" არ აპირებს ბრიტანეთის წინააღმდეგ დიპლომატიური დემარშის რაიმე ფორმა გამოიყენოს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "პირველების" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
"ოცნების" პრემიერის მტკიცებით, ბრიტანეთის ელჩი "ტრაგიკულ მდგომარეობაში" აღმოჩნდა და ეს მდგომარეობა "დამძიმებას" არ საჭიროებს.
რა თქმა უნდა - არა. ელჩი თვითონ არაფერს წყვეტს, ელჩი ტრაგიკულ მდგომარეობაშია. თვითონ როგორ უყურებს ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ ობიექტური შეფასებით, მდგომარეობა არის ტრაგიკული. მისი ხელით გაცხადდა გადაწყვეტილება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებების ხელყოფის თაობაზე. მისი მდგომარეობა ტრაგიკულია, ჩვენ არ უნდა დავამძიმოთ, რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობის ტრაგიზმი.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ სანქციები "დიფ სთეითის" მიერ იყო ნაკარნახევი. "ოცნების" პრემიერის მტკიცებით, ბრიტანული ბიუროკრატია დიფ სთეითის ხელში მხოლოდ "ინსტრუმენტი" აღმოჩნდა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ იყო კოორდინაცია დიფ სთეითიდან. ეს არ არის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ქვეყანას. ეს იყო ბრიტანული ბიუროკრატიის გადაწყვეტილება, ევროპული ბიუროკრატიაც იმართება იგივე ხელიდან, რასაც პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს "დიფ სთეითს". ჩვენ სხვა რამეს ვუწოდებთ, თუმცა ერთი და იმაზე ვსაურობთ, - განაცხადა კობახიძემ.
ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.
ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას რისკად აფასებენ ექსპერტები და ამბობენ, რომ მსგავსი ნაბიჯი მთლიანად ქვეყნის ფინანსურ სისტემას დააზიანებს.