გააგრძელებს თუ არა ბანკი “ქართუ“ “იმედთან“ და “პოსტივისთან“ თანამშრომლობას - კობახიძის პასუხი

27.02.26 17:03
გააგრძელებს თუ არა ბანკი “ქართუ“ “იმედთან“ და “პოსტივისთან“ თანამშრომლობას - კობახიძის პასუხი

 

 

"მე არ ვარ ამ კონკრეტული კომერციული ორგანიზაციის წარმომადგენელი... ამ კომერციულ ორგანიზაციას არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ კითხვას, ბანკი “ქართუ“ გააგრძელებს თუ არა “იმედთან“ და “პოსტივისთან“ თანამშრომლობას.

"მე ერთადერთი შემიძლია გითხრათ, როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია მოვუწოდო უკლებლივ ყველა სუბიექტს, ითანამაშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, რა რისკთანაა ეს დაკავშირებული, კობახიძე ირწმუნება, რომ "არცერთ ქართულ კომპანიას არავითარი რისკი არ შეექმნება".

"ყველას ვპირდები, რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ ჩამოიშლება - არც მედიის თავისფლება და არც მეწარმეობის თავისუფლება, არცერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ. 

არაფერი [სანქციებისთვის გვერდის ავლა] არ გამოვა... 2012 წლამდე ბიზნესის რეკეტი და ტელევიზიების მიტაცება იყო თქვენი პარტიის ხელწერის მთავარი შტრიხი, ეს არ გამოგივათ ახლა, ვინც არ უნდა დაგეხმაროთ....

მე მგონია, რომ ყველამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა, თუმცა, მე კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ვისაუბრებ, მე მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო ყველა კომერციულ სუბიექტს, ითანამშრომლონ ყველა ტელეკომპანიასთან იმისთვის, მათ შორის, რომ თავად ხელი არ შეუწყონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფას" - ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება “იმედის“ ბანკის შექმნას - კობახიძე ამბობს, რომ ტელეკომპანიას ბანკის ჩამოყალიბება არ 

თუ კანონის დაცვით იქმნება კომერციული ბანკი, მე რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება ბანკის ჩამოყალიბება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა იყოს დაცული თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უდნა გაიცეს, - თქვა მან.