სანქციების მოხსნა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური - ირაკლი კობახიძე

27.02.26 17:32
სანქციების მოხსნა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური - ირაკლი კობახიძე

 

 

 

ელოდება თუ არა “ოცნება“  დიდი ბრიტანეთის  შემდეგ ანალოგიური სანქციების დაწესება აშშ-ის მხრიდანაც მოხდეს - კობახიძე ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და “დიფსთეითს“ შორის. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ბოჭორიშვილის და მარკო რუბიოს შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ, ხომ არ ყოფილა რაიმე სახის დამატებითი კომუნიკაცია აშშ-სთან, კობახიძე შემდეგნაირად პასუხობს:

ჩვენთვის მთავარია საჯარო კომუნიკაცია, ამ თემასთან დაკავშირებით, ამას ველოდებით მოუთმენლად. დანარჩენი რაც ხდება კულუარებში ეს არის ბუნებრივია დახურული ინფორმაცია.

ჩვენ ვერ ვისაუბრებთ აშშ-ის სახელით, გავიხსენეთ ერთ-ერთი უცხოელი აგენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას აქვს აშშ-ის იმედი, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები არიან დიფსთეითის აგენტურა, მეორე მხარეს არის აშშ-ის ხელისუფლება, რომლის გაცხადებული სურვილია დაამარცხოს დიფსთეითი,  დიფსთეითის აგენტურა ასეთ პრეზიდენტს მიმართავს მხარდაჭერის თხოვნით, რაც უცნაურია, - ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, საჯარო კომუნიკაციის დროს ელოდებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნას და იქნება თუ არა ეს სიგნალი, რომ ურთიერთობები დალაგდება, კობახიძე ამბობს:

სანქციების მოხსნა ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის საერთოდ არ არის რელევანტური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, ჩვენთვის რელევანტური არის სტრატეგიული ურთიერთობების განახლება. ეს არ არის მისთვის [ივანიშვილისთვის] საინტერესო. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე, ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. სანქციები არ არის საინტერესო პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის, - თქვა კობახიძემ.