აპირებს თუ არა “ოცნება“ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას - კობახიძის პასუხი
აპირებს თუ არა “ქართული ოცნება“ ჩაატაროს ახალი საპარლამენტო არჩევნები - კობახიძე აცხადებს, რომ ეს მათ გეგმაში არ შედის.
კობახიძის მტკიცებით, თუ ვინმეს არ აწყობს არჩევნები, ეს არის ოპოზიაცია.
“ჩვენ კი გვირჩევნია კონსტიტუციას ვცეთ პატივი“, - ამბობს ის.
კონსტიტუციითაა დადგენილი საპარლამენტო არჩევნების 4-წლიანი ვადები, მოდი ვცეთ პატივი კონსტიტუციას, ჩვენ სუბიექტურად 54% ავიღეთ წინა არჩევნებში, ამ არჩევნებში შეგვიძლია ავიღოთ თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა. დღეს ხედავთ, რომ მთლიანად არის ოპოზიცია მართლა ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებში კიდევ უფრო მაღალ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი კონსტიტუციას, მარტივად არის საქმე", ამბობს კობახიძე