კშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიას საქართველოში კრემლის პროპაგანდის საფრთხის ანალიზისა და შესაძლო რეაგირებისკენ მოუწოდებს
იქნება თუ არა ბრიტანეთის შემდეგ ევროკავშირი? ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს და გაანალიზოს ის საფრთხე, რომელიც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაში კრემლის პროპაგანდას მოაქვს.
პოლონელი დეპუტატი აცხადებს, რომ საკითხი სცდება ერთი ქვეყნის შიდა მედია-გარემოს და პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის გაფართოების პროცესის სანდოობას. მისი თქმით, კანდიდატ ქვეყანაში კრემლის მხარდამჭერი ნარატივების გავრცელება საჭიროებს ევროკავშირის დონეზე შეფასებას.
ბრეიზა ინტერესდება, შეისწავლის თუ არა ევროკომისია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების საფუძვლებს და არსებობს თუ არა შესაძლებლობა, მსგავსი ზომები ევროკავშირის სანქცირების მექანიზმების ფარგლებში განიხილონ. მისი განცხადებით, აუცილებელია მკაფიო რეაგირება, თუ მედია ხელს უწყობს რუსეთის ჩარევას კანდიდატ ქვეყანაში.
დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია "იმედისა" და "პოსტ ტვ"-ის დასანქცირების გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პრცედენტს ქმნის რუსეთის საზღვრებს გარეთ ინფორმაციის მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, შესაბამისად, ევროკავშირს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება უცხოური ჩარევის მიმართ მდგრადობის დაცვაზე, ევროპის კავშირის ღირებულებებთან და მისი საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.
კანდიდატ ქვეყანაში კრემლის მხარდამჭერი ნარატივების სისტემატიური გავრცელება პირდაპირ გავლენას ახდენს გაფართოების პროცესის სანდოობაზე. ამ კონტექსტში:
აფასებს თუ არა საგარეო კომისია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურთან ერთად დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების საფუძველსა და მტკიცებულებებს იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა მსგავსი სიების განხილვა ევროკავშირის შემზღუდავი ზომების ფარგლებში?
რა ინსტრუმენტების გამოყენებისთვის არის მზად კომისია, როდესაც კანდიდატი ქვეყნების მედიასაშუალებები ხელს უწყობენ რუსეთის ჩარევას?
როგორ აპირებს კომისია, ასეთ შემთხვევაში, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფას?