ექნება თუ არა ბრიტანეთის სანქციებს დომინოს ეფექტი? - ევროპარლამენტი მოქმედებაზე გადადის
ტვ „პირველმა“ მოიპოვა ოფიციალური წერილი, რომლითაც ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიას მიმართავს. ევროდეპუტატი ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს მოუწოდებს, გაერთიანებული სამეფოს მსგავსად განიხილოს ტელეკომპანიების „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირების საკითხი.
ევროკომისიასთან კომუნიკაციის პარალელურად, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს თავად ევროპარლამენტშიც. ორშაბათიდან ევროდეპუტატები საქართველოს შესახებ მომზადებულ წლიურ ანგარიშში შესწორებების შეტანას გეგმავენ. ინიციატივის მიხედვით, საბოლოო ტექსტში შესაძლოა აისახოს მოთხოვნა პროპაგანდისტული მედიასაშუალებების დასანქცირების შესახებ.
"ქართული ოცნების" ლიდერები არ უარყოფენ, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციების მოლოდინი არსებობს. არც ივანიშვილის პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე გამორიცხავენ, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილებას ევროკავშირის ანალოგიური ნაბიჯებიც მოჰყვეს.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.