“ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ჯაჭვური რეაქცია აქვს ამ სანქციებს და წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება - ეკა ბესელია
“ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ჯაჭვური რეაქცია აქვს ამ სანქციებს და წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მხრიდან კეთდება, გონზე მოსვლისთვის საჭირო გზავნილია.
“ქართული ოცნება“ არა მხოლოდ უნდა შეშფოთდს და დამწუხრებული სახით ეძებოს შავი ხვრელები, არამედ მათ უნდა გაიაზრონ, რომ რაღაც პერმანენტული, ჯაჭვური რეაქცია აქვს ამ სანქციებს და მას ექნება გადამდები ძალა კიდევ უფრო გაიზრდება ეს წნეხი. ამიტომაც არის ესეთი განცხადებები გონზე მოსვლისთვის საჭირო გზავნილი, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ გონზე მოსვლის სიგნალებს და ამიტომაც ერთვება კიდევ უფრო დამატებითი ინსტრუმენტები და მე ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებ, მათ შორის ბრიტანეთის აი, ამ მხარდაჭერას დემოკრატიისთვის, რომელსაც ქართულ ხალხს უცხადებს,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
- საქართველოში დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ამ შემაშფოთებელ საკითხზე რეაგირებისთვის, - ამის შესახებ ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.