ემზადება თუ არა დიდი ბრიტანეთიი ახალი სანქციების დასაწესებლად - რას ამბობენ ექსპერტები
ემზადება თუ არა დიდი ბრიტანეთიი ახალი სანქციების დასაწესებლად - სტივენ დაუთის მიერ გაკეთებულმაა განცხადების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ ლონდონი მხოლოდ პროპაგანდისტული არხების დასჯით არ შემოიფარგლება.
პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ “ოცნებას“ ფაქტობრივად არანაირი გზა აღარ რჩება, რომ სანქციებს გადაურჩნენ.
მათი თქმით, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანის პასუხი არის სიგნალი რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოში დაწესებული სანქციების აღსრულებას მკაცრად გააკონტროლებს და მათ შორის სანქციების გაგრძელებაზეც იმუშავებს.
არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ სანქციები გაგრძელდეს, გაძლიერდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია სანქციები უკვე შეეხოთ კონკრეტულ ფიზიკურ პირებს, ვგულოსხმობ, როგორც საკანონმდებლოა, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე სასამართლო ხელისუფლებას და პროკურატურას. ბუნებრივია, ისინი დაეყრდნობიან ამ შემთხვევაში კონკრეტულ დოკუმენტებს, მათ შორის ვთქვათ ბიბისის გამოძებას, - ამბობს პოლიტიკის ექსპერტი.