სტივენ დაუთის გზავნილი „ოცნებას“

28.02.26 11:26
სტივენ დაუთის გზავნილი „ოცნებას“

ივანიშვილის პარტიამ ლონდონიდან ახალი გზავნილი მიიღო.

ბრიტანეთი იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად, - ამბობს ინგლისელი მაღალჩინოსანი.

სტივენ დაუთი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოში დაწყებულ რეპრესიებს ბოლო არ უჩანს. 

დაუთი ადასტურებს, რომ “ოცნების“ ქმედებებს საერთაშორისო პარტნიორების დონეზე განიხილავენ.

მე ინფორმირებული ვარ აღნიშნული ანგარიშის შესახებ. პირადად გამოვთქვი შეშფოთება საქართველოზე მთავრობასთან ოპოზიციური ფიგურების დაპატიმრების, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმების გამო. გაერთიანებული სამეფო კვლავაც გააგრძელებს ადამიანის უფლებების ამ საკითხების დაყენებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე გააგრძელოთ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ეუთოს ფარგლებში, დემოკრატიული სტანდარტებისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად, - ნათქვამია გზავნილში.