ერთიანობის ფორმატი არის საფრთხე ივანიშვილისთვის - ოპოზიცია კობახიძის განცხადებაზე

28.02.26 14:05
ერთიანობის ფორმატი არის საფრთხე ივანიშვილისთვის - ოპოზიცია კობახიძის განცხადებაზე

რატომ აშფოთებთ  ივანიშვილის პარტიაში  პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეა. გუშინ, ბრიტანულ სანქციებზე სასაუბროდ, მედიასთან გასულმა კობახიძემ  ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ სანქციების ფონზე სთავაზობენ დასავლეთიდან ოპოზიციას “ ქართული ოცნების“ პოლიტიკური ალტერნატივა შექმნან.

კობახიძემ ეს ყველაფერი კი კვლავ დიფსთეითს დააბრალა. 

ივანიშვილის პარტიის ლიდერის განცხადებას შეფასებები მოჰუვა ოპოზიციაშიც. მათი თქმით, ოპოზიციის ეფექტური ერთიანობის ფორმატი არის საფრთხე ივანიშვილისთვის

Რა თქმა უნდა, ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვეს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერ ფარგლებს გარეთ. მათ შორის წერიტილოვანი სანქციები გრძელდება, რაც “ოცნების„ რეჟიმს უქმნის საფრთხეს. ამ დროს ოპოზიციის ეფექტური ერთიანობის ფორმატი არის  საფრთხე ივანიშვილისთვის, ამიტომ ვერ მალავენ ამ შიშს და გაბრაზებას, იმიტომ რომ ნამდვილად ოპოზიცია აპირებს რომ ძალიან ეფექტური ფორმატების შექმნას ივანიშვილის წინააღმდეგის ფინალური ეტაპისთვის. როცა ვსაუბრობთ ჩვენ რაღაც დასავლეთის სურვილზე, რომ ოპოზიცია გაერთიანდეს, ეს არის ქართული ხალხის სურვილი პირველ რიგში და მათ შორის ოპოზიციის სურვილიც, იმიტომ რომ ვერავინ აიძულებს ადამიანებს გაერთიანება. ეს არის მოთხოვნილება უბრალოდ საპროტესტო ელექტორატშიც, რომ ყველა ძალა, ვინც  წინააღმდეგობაში ვარ ჩართული ვიყოთ ერთიანები, - ამბობს ფავლენიშვილი.