ნიკა გვარამია პროევროპული აქციების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა

28.02.26 16:15
ნიკა გვარამია პროევროპული აქციების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა

“კოალიცია ცვლილებისთვის'' ლიდერი პროევროპული აქციების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეეებმა ნიკა გვარამიას უთხრეს,  ჯანმრთელობის როგორი პრობლემები აწუხებთ დღემდე, ქიმიური ნივთერებით მოწამვლის გამო.

კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერის თქმით, მოქალაქეებისგან მიღებულ ინფორმაციას შეაგროვებს იმისთვის, რომ დაიწყოს სამართლებრივი ბრძოლა  პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის.

შეხვედრას ჩემთვის არა მხოლოდ მორალური, არამედ პოლიტიკური მნიშნელობა აქვს. მას აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, როგორ განვითარდეს მომავალში ამ საქმის გამოძიება და პასუხისგება. რა თქმა უნდა, არასამთავრობოები და პოლიტკური პარტიებიც აქამდე ყველაფერს აკეთებდნენ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამართლებრივი წესით ჩამორთმეული ჩვენებები, რომელსაც ვაგზავნით ყველგან,  მათ შორის კომუნიკაცია გვქონდა ე.წ. მოსკოვის მექანიზმთან, რომელიც ამ საკითხსაც შეისწავლის, - განაცხადა გვრამიამ.