დიდი ბრიტანეთი მკაცრად გააკონტროლებს სანქციების აღსრულებას - ნოდარ ხარშილაძე

28.02.26 17:52
დიდი ბრიტანეთი მკაცრად გააკონტროლებს სანქციების აღსრულებას - ნოდარ ხარშილაძე

პოლიტიკის ექსპერტების განმარტებით, დიდი ბრიტანეთი მკაცრად გააკონტროლებს სანქციების აღსრულებას და “ოცნების“ პრემიერის განცხადება “იმედთან“ დაკავშირებით, ძალიან ნეგატიურად აღიქმება. 

როგორც ნოდარ ხარშილაძე ამბობს,  ბრიტანელები ძალიან ყურადღებით ეკიდებიან თავის სანქციებს და შესაძლოა, კიდევ აღმოჩნდნენ სხვა კომპანიებიც სანქციების რეჟიმში, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ დაუჯერონ კობახიძის რჩევას.

ძალიან ნეგატიურად აღიქმება ჩვენი პრემიერის და ხელისუფლების იმედთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც ღიად მოუწოდებს ქართველ ბიზნეს სექტორს, რომ არიდოს თავი ბრიტანულ რეგულაციებს და დაარღვიონ სანქციები. ესეც ნეგატიურად იმოქმედებს, ბრიტანელები ძალიან ყურადღებით ეკიდებიან თავის სანქციებს და შეიძლება კიდევ ვნახოთ სხვა კომპანიებიც, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ დაუჯერონ ამ რჩევას და დაარღვიონ ასე ვთქვათ სანქციების რეჟიმი, ისინიც დასაქცირდებიან, იგივე ეხება ჩვენ ეროვნულ ბანკსაც, - ამბობს ხარშილაძე.