ოპოზიციის ერთობის რომ ეშინია ივანიშვილს, დიდი ხანია ვიცით - გიგა ლემონჯავა
ოპოზიციის ერთობის ივანიშვილს რომ ეშინია, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, დიდი ხანია, უბრალოდ გუშინ კობახიძის პირით კიდევ ერთხელ გავიგეთ, - ამის შესახებ "დროას" აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისი თქმით, კობახიძის გუშნდელი განხადება, არის ასევე გზავნილი ოპოზიციისთვის, რომ იცოდეს რისი ეშინია რეჟიმს და რა უნდა გაკეთდეს.
ლემონჯავა დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ერთიანობის შესახებ მომდევნო დღეებში უფრო ბევრი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ოპოზიციის ერთობის ივანიშვილს რომ ეშინია, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, დიდი ხანია, უბრალოდ გუშინ კობახიძის პირით კიდევ ერთხელ გავიგეთ. კობახიძე და ივანიშვილმა ძალიან კარგად იციან, რომ ოპოზიციური ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, იმისთვის რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივა, მათში გაიზარდოს პერსპექტივის განცდა და იმედი გამარჯვების და მეორე მხრივ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. ეს არის ასევე გზავნილი ჩვენთვის, რომ ვიცოდეთ რისი ეშინია რეჟიმს და რა უნდა გავაკეთოთ. მე ვარ ძაან ოპტიმისტურად განწყობილი ოპოზიციურ ერთიანობასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის უფრო მეტი გახდება ცნობილი ამის შესახებ,- განაცხადა ლემონჯავამ.