Reuters: წყაროები ამბობენ, რომ იერიშების შედეგად მოკლულია ირანის თავდაცვის მინისტრი
ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ირანის თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, გენერალი მოჰამედ პაკპური - ინფორმაციას Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ისრაელური გამოცემა Ynet-ის სამხედრო კორესპონდენტი, იოსი იეჰოშუა სოციალურ ქსელში ასევე წერს, რომ ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად მოკლულია ირანის რევოლუციური გვარდიის (IRGC) მეთაური, მოჰამად პაკპური. მედიის მიხედვით, ისრაელელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ასევე მოკლული იყო ირანის დაზვერვის უფროსი.
საგულისხმოა კიდევ ერთი ინფორმაცია - ისრაელის მეთორმეტე არხი გავლენიან ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია.