„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

27.03.21 11:19
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა.  პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში 12:00 საათზე დაიწყება. მმართველი გუნდის ლიდერები შეაჯერებენ პოზიციებს, რა გეგმებით წარსდგებიან კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების პროცესის დროს. 

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, 13.00 საათზე უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება.

შეგახსენებთ, ევროპული სბაჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს ჩამოდის. მოლაპარაკების პროცესი დანიელსონოს მედიაციით,  "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ორშაბათიდან განახლდება. 

მსგავსი სიახლეები