საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ღრმა შეშფოთებით აკვრიდებიან" ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს.
ბოჭორიშვილის უწყება საქართველოს მოქალაქეებს ოფიციალური რეკომენდაციების დაცვისკენ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებით აკვირდება ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან ოფიციალური რეკომენდაციები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი საელჩოები რეგიონში სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ საქართველოს მოქალაქეებს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, ისრაელმა და აშშ-მ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ პრევენციული იერიში 28 თებერვალს, დილით, დაიწყო.