მერიამ დაადასტურა რომ კალაძე აბუ-დაბიში “ჩარჩა”

02.03.26 11:52
მერიამ დაადასტურა რომ კალაძე აბუ-დაბიში “ჩარჩა”

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე ნამდვილად აბუ დაბიში იმყოფებოდა და ჯერ გამოფრენას ვერ ახერხებს.

მერიის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 „თბილისის მერი შაბათ-კვირას იმყოფებოდა აბუ დაბიში. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს“, – ამბობენ მერიაში.

გუშინ, 1 მარტს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბადების დღის აღსანიშნად წასული კახა კალაძე ცოლთან და თანმხლებ პირებთან ერთად, დუბაიში „ჩარჩა", რადგან აშშ-ისრაელის თავდასხმაზე ირანის საპასუხო იერიშების გამო, ავიარეისები გაუქმდა.