საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება - "ოცნების" კანონპროექტი

02.03.26 14:04
საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება - "ოცნების" კანონპროექტი

„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვს - საკანონმდებლო ცვლილებებით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. 

  • განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლის თანმხლები თარჯიმწის რეგისტრაციის პროცედურები.

„საერთაშორისო დამკვირვებელი ბევრად უფრო პოლიტიკურად მიუკერძოებელი იქნება, როდესაც ის არ იქნება საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა კანონპროექტის წარმდგენმა დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

"ოცნების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესშიც, რომელიც ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება.

  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.

„კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება. საარჩევნო კომისიის სხდომაზე პირის მიერ სხდომის ფოტოვიდეოგადაღებისა და აუდიომონიტორინგის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

  • აკრძალულია ისეთი ინფორმაციის (მონაცემების) ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც (რომლებიც), ამ კანონის შესაბამისად, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით.

კანონპროექტის ავტორები არიან:

  • არჩილ გორდულაძე,
  • თორნიკე ჭეიშვილი,
  • რატი იონათამიშვილი,
  • ალუდა ღუდუშაური,
  • დავით მათიკაშვილი,
  • გურამ მაჭარაშვილი,
  • აკაკი ალადაშვილი,
  • თენგიზ შარმანაშვილი,
  • ალექსანდრე ტაბატაძე,
  • ირაკლი შატაკიშვილი.