“პირველების “ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი ერთიან სტრატეგიაზე თანხმდება
ოპოზიციის ნაწილი ახალ გაერთიანებაზე თანხმდება - ერთიანი თამაშის წესების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერება.
შეხვედრა 18:00 საათზეა ჩანიშნული.
“პირველების“ ინფორმაციით, ერთიან სტრატეგიაზე თანხმდებიან “ახლები“, “ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, “გირჩი“, “ფედრელასტები“ და “თავისუფლების მოედანი“, ხოლო უარს ამბობენ “ლელო“, გახარიას გუნდი და ანა დოლიძის პარტია - "ხალხისთვის".
ეს არის საკმაოდ წარმომადგენლობითი ერთობა, გეტყვით ვინ არ არის, ამ ეტაპზე არ არის “ლელო“, გახარია საქართველოსთვის“, თუმცა, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ დროს და ერთობა ღიაა იმისთვის, რომ უფრო მეტად გამსხვილდეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ქცევის კოდექსებზე ერთგვარადა შეთანხმებულები ვართ, რაც არის ნული, ანუ რას გულისხმობს საწყისი ეტაპი, ამის შემდეგ იწყება ყველაფერი და ჩვენ ეს ყველაფერი ახლა ქმედებაში უნდა გადავიყვანოთ. მთავარია, ამ ერთობამ გააჩინოს ადგილი, სადაც ბრაზი და სიმართლე იქცევა ძალად და გახდება მიზიდულობის მთავარი ცენტრი, როგორც ვქეყნის შიგნით, ისე გარეთ და ადამიანები დაინახავენ, რომ არსებობს პოლიტიკური ერთობა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა, და შემდგომში, როდესაც ივანიშვილს გავისტუმრებთ, ქვეყნის მართვა კუალიციური მეთოდებით, - ამბობს ვანო წერეთელი.
“ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წვერი, მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ ეს არის რამდენიმე პარტიის ორგანული გაერთიანება და რეალურად ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ აღდგენა.
მე ვფიქრობ რომ ეს არის ორგანული გაერთიანება, რამდენიმე პარტიისა და რეალურად ჩვენ ვიღებ აღდგენილ „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ალბათ კარგია იმ თვალსაზრისით, რომ არის ბუნებრივი და ორგანული. ვფიქრობ არჩევენბსი მთავარი ხიბლი არჩევანის თავისუფლებაშია. ჩვენ ოპოზიციურ ველზე, ამომრჩეველსაცუნდა მივცეთ არჩევანის საშუალება. ვიღაცას ძალიან არ მოწონს ნაციონალური მოძრაობა, ან ლელო, ან კიდევ ვიღაცა. ერთმანეთის გულისთვის ჩვენ ასეთი ამომრჩეველი არ უნდა დავკარგოთ და კრებსითად ოპოზიციამ უნდა შეძლოს, რომ უდანაკარგოდ მოახდინოს ოპოზიციური ამორჩევლის კონსოლიდაცია, მომავალი არჩევნების დროს, -ამბობს კაციტაძე.
არავითარ გაერთიანებას არც განვიხილავდით, არც განვიხილავთ დღეს და არც მომავალში “ნაცებთან“, “ახლებთან“ თუ ნაციონალური მოძრაობის განაყოფებთან - ამბობს გახარიას გუნდის წევრი, გიგა ფარულავა.
საზოგადოებას ნათლად უნდა აუხსნან, რატომ მოხდა ბოიკოტირება თვითმმართველობის არჩევნების, რომელიც კონსტიტუციითა განსაზღვრული, და რომელმაც დააზიანა ჩვენი მოქალაქეები ინტერესები თვითმმართველობის არჩევნებზე. ასევე კეთილი ინებონ და აუხსნან, რატომ გააკეთეს 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის პროვიკაცია, როდესაც ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს მათ შეეძლოთ, რომ რევოლუციური სცენარებით შეეცვალათ ხელისუფლება. ამით კიდევ ერთხელ დააზიანეს ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფო ინტერესები, - განაცხადა ფარულავამ.