"ფაშინიანი „ჩებურეკსაც“ ჭამდა..." - ნინო წილოსანი

02.03.26 15:35
"ფაშინიანი „ჩებურეკსაც“ ჭამდა..." - ნინო წილოსანი

 

 

"ფაშინიანი „ჩებურეკსაც“ ჭამდა..." - ასე უპასუხა ნინო წილოსანმა ჟურნალისტის კითხვას, მოიწვია თუ არა საქართველომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, - როგორც ეს სომხეთში მოიწვია პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. 

„სომხეთის პრემიერ-მინისტრი „ჩებურეკსაც“ ჭამდა, თუ როგორ იყო? ომის დაწყებიდან [მალევე]... ამიტომ, რასაც სომხეთი აკეთებს, იგივეს ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ ჩვენ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს. 

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა პირველ მარტს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმის ხელმძღვანელობით გაიმართა. განხილვის თემა ირანში განვითარებული მოვლენები იყო. 

ნიკოლ ფაშინიანმა, 28 თებერვალს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ის ავტობუსში  ღვეზელს მიირთმევს. 

აღსანიშნავია, რომ გაშინიანის ვიდეო მის გვერდზე იმ დროს გამოქვეყნდა, როცა ირანში სამხედრო ოპერაცია აშშ-სა და ისრაელს უკვედაწყებული ჰქონდა, თუმცა აიათოლა ხამენეის სიკვდილი დადასტურებული არ იყო.